Horizon Frame Residence
საცხოვრებელი · შეკვეთილი, გურია, საქართველო · საპროექტო კონცეფცია
1 / 9
პროექტის მონაცემები
- ტიპი
- საცხოვრებელი
- მიმართულება
- არქიტექტურა
- მდებარეობა
- შეკვეთილი, გურია, საქართველო
- სტატუსი
- საპროექტო კონცეფცია
- ფართი
- 340 მ²
Horizon Frame Residence წარმოადგენს შეკვეთილში მდებარე 340 მ² თანამედროვე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, რომელიც არქიტექტურის, ლანდშაფტისა და ზღვისპირა გარემოს კავშირზეა აგებული. ჰორიზონტალური მოცულობები, კონსოლები და პანორამული ვიტრაჟები ქმნის ღია და ნათელ სივრცეებს. ორ სართულად ორგანიზებული გეგმარება მკაფიოდ ყოფს საზოგადოებრივ და კერძო ზონებს: პირველი სართული უკავშირდება ეზოს, ტერასებსა და აუზს, ხოლო მეორე სართული საძინებლებსა და პანორამულ ტერასებს ეთმობა. არქიტექტურული ბეტონი, ბუნებრივი ქვა, ხე და მინა ქმნის დახვეწილ მინიმალისტურ იდენტობას, რომელიც აერთიანებს კომფორტს, კონფიდენციალურობასა და ფუნქციურ ფუფუნებას.
განხილვა
გალერეა
მსგავსი პროექტი გინდა?
მოგვიყევი შენს ნაკვეთსა და იდეაზე — პირველი კონსულტაცია უფასოა.


