FIT FACTORY

კომერციული ინტერიერი · საბურთალო, თბილისი, საქართველო · დასრულებული

1 / 10

პროექტის მონაცემები

ტიპი
კომერციული ინტერიერი
მიმართულება
ინტერიერის დიზაინი
მდებარეობა
საბურთალო, თბილისი, საქართველო
სტატუსი
დასრულებული
ფართი
780 მ²

Fit Factory წარმოადგენს საბურთალოზე მდებარე 780 მ² ფიტნესისა და ველნესის სივრცეს, რომელიც სრულად განხორციელდა turnkey პრინციპით. APROEKTE-მ უზრუნველყო პროექტის სრული შესრულება — სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, საინჟინრო სისტემების კოორდინაცია, განათება, ინდივიდუალური ხის ნაკეთობები და ჩაშენებული ავეჯი, სველი წერტილების მოწყობა და ინტერიერის საბოლოო მონტაჟი.

განხილვა

ფუნქციური პროგრამა აერთიანებს Reformer Pilates-ის და ჯგუფური ვარჯიშის სტუდიებს, სავარჯიშო დარბაზს, საშხაპეებსა და გასახდელებს, ასევე მცირე კაფეტერიას. ღია ბეტონის ჭერი, ხილული საინჟინრო სისტემები, თბილი ხის ტექსტურები, სარკის ზედაპირები, ნეიტრალური ფერები და ინტეგრირებული განათება ქმნის ერთიან თანამედროვე ინდუსტრიულ ხასიათს.

პროექტი შესრულდა როგორც ერთიანი მომსახურება — საწყისი მდგომარეობიდან სრულად ფუნქციურ და მოწყობილ ფიტნეს სივრცემდე.

გალერეა

მსგავსი პროექტი გინდა?

მოგვიყევი შენს ნაკვეთსა და იდეაზე — პირველი კონსულტაცია უფასოა.