AUREON RESIDENCE INTERIOR
ინტერიერი · ტხინვალა, თბილისი, საქართველო · ინტერიერის პროექტი
1 / 10
პროექტის მონაცემები
- ტიპი
- ინტერიერი
- მიმართულება
- ინტერიერის დიზაინი
- მდებარეობა
- ტხინვალა, თბილისი, საქართველო
- სტატუსი
- ინტერიერის პროექტი
- ფართი
- 310 მ²
Aureon Residence Interior არის 310 მ² ფართობის კერძო საცხოვრებელი ინტერიერის პროექტი თხინვალაში, ლისის ტბის ზემო არეალში. კონცეფცია აერთიანებს თანამედროვე ფუფუნებას, თბილ მინიმალიზმსა და დახვეწილ დეკორატიულ დეტალებს. ღია კრემისფერი და ბეჟი პალიტრა, ბუნებრივი ქვის ფაქტურები, ვერტიკალური რელიეფური პანელები, მინისა და მეტალის მსუბუქი ელემენტები ქმნის მშვიდ და ელეგანტურ გარემოს. მისაღები, სასადილო და სამზარეულო ერთმანეთთან ვიზუალურად დაკავშირებულია, თუმცა თითოეულ ზონას საკუთარი ხასიათი აქვს. რბილი ავეჯის სკულპტურული ფორმები, ინდივიდუალური სანათები, მარმარილოს ზედაპირები და თბილი მეტალის აქცენტები ინტერიერს უფრო დახვეწილ და პრემიუმ ხასიათს აძლევს. დეკორატიული მინის ტიხრები და განათებული თაროები სივრცეს სიღრმეს მატებს, ხოლო საძინებლის მშვიდი ტონალობა და დიდი ფორმატის ქვის აქცენტური კედელი ქმნის კომფორტულ და ინტიმურ ატმოსფეროს. პროექტის საერთო ენა ეფუძნება სუფთა გეომეტრიას, რბილ ფორმებს, დაბალანსებულ განათებასა და მასალების ჰარმონიულ კომბინაციას.
განხილვა
გალერეა
მსგავსი პროექტი გინდა?
მოგვიყევი შენს ნაკვეთსა და იდეაზე — პირველი კონსულტაცია უფასოა.

